Thursday, June 29, 2017

რეფლექსია

მეორე მოდული შეეხებოდა მოსწავლის შეფასების სტრატეგიებს, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა მეთოდებსა და მათ სტრუქტურებს. ამ მეთოდებით ხდება მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ და ეხმარება მათ მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავებაში.

Wednesday, June 28, 2017

 პროექტის მეთოდით სწავლების პრაქტიკა მიმართულია სწავლების პროცესის პროგრესისკენ პრობლემის გადაჭრისკენ. პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება თვითრეალიზებაში,ისინი გადიან მაღალ სააზროვნო უნარებზე როგორიცაა ანალიზი, შეფასება და სინთეზი. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს სწავლობენ პრობლემის გადაჭრას;  გადაწყვეტილების მიღებას; კვლევა-ძიებას; დოკუმენტირებას; პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეები გამოიმუშავებენ  21-ე საუკუნის უნარებს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები რომელიც დამეხმარება არა მარტო მოსწავლის საჭიროებების დადგენაში არამედ პროექტის სწორი მიმართულებით განხორციელებაში.