Monday, July 17, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
პროექტის პორტფოლიო
გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგზე.
ეს ტრენინგი ფასდაუდებელი რესურსი იქნება პროექტებზე მუშაობის დროს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის.
მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერსირინა მარკოზაშვილს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებული ტრენინგისათვის.
Tuesday, July 11, 2017
დღვანდელ ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები რომელიც მოიცავდა თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებას, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებას საჭირო ინფორმაციის მიღებაში. პრაქტიკული მაგალითების განხილვამ საშუალება მომცა გამოვავლინო მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეები, თუ როგორ გავუწიო კლასს ფასილიტაცია სწავლების პროცესში, რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში.
Monday, July 10, 2017
რეფლექსია 10.07,17
ვიმსჯელეთ შეფასების საკითხეებზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნა და გამოვიყენო რუბრიკები,გეგმები, ქულების მინიჭების სქემები, ჩეკლისტები, 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას. გავეცანი და პრაკტიკულად ვიმუშავე შეფასების დაგეგმვის ცხრილზე. დეტალურად აღვწერე ნაშრომის მიზანი, შინაარსი და შემოქმედებითობა და სხვა კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში. ეს ყველაფერი დამეხმარება სწორად გავთვალო მოლოდინები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით, პროცესის განმავლობაში შექმნილი ჩეკლისტები საშუალებას მომცემს არა მარტო შევაფასო მოსწავლე არამედ მოსწავლემაც მოახდინოს თვით შეფასება და რეფლექსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცოდნის პროგრესისათვის.
Tuesday, July 4, 2017
რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგის თემა იყო თუ რის მიხედვით ფასდება პროექტი და მასწავლებელი. ამისათვის საჭიროა მიმართულების მიმცემი შეკითხვები პროექტის რუბრიკის მიხედვით და უკუკავშირის მიცემა. რამდენდ გადის პროექტი მაღალ სააზროვნო უნარებზე, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემულ თემაზე კვლევა-ძიება, დახარისხება, შეფასება და დასკვნების გამოტანა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს ეძლევა თვითშეფასების, სიახლის შესწავლის, გაანალიზების საშუალება, ასევე სწავლობენ ტექნოლოგიების გამოყენებას.
Thursday, June 29, 2017
რეფლექსია
მეორე მოდული შეეხებოდა მოსწავლის შეფასების სტრატეგიებს, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა მეთოდებსა და მათ სტრუქტურებს. ამ მეთოდებით ხდება მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი, ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ და ეხმარება მათ მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავებაში.
Wednesday, June 28, 2017
პროექტის
მეთოდით სწავლების პრაქტიკა მიმართულია სწავლების პროცესის პროგრესისკენ პრობლემის გადაჭრისკენ. პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება თვითრეალიზებაში,ისინი გადიან მაღალ სააზროვნო უნარებზე როგორიცაა ანალიზი, შეფასება და სინთეზი. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს სწავლობენ პრობლემის გადაჭრას; გადაწყვეტილების მიღებას; კვლევა-ძიებას; დოკუმენტირებას; პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეები გამოიმუშავებენ 21-ე საუკუნის უნარებს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები რომელიც დამეხმარება არა მარტო მოსწავლის საჭიროებების დადგენაში არამედ პროექტის სწორი მიმართულებით განხორციელებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)