Monday, July 10, 2017

რეფლექსია 10.07,17

ვიმსჯელეთ შეფასების საკითხეებზე,  თუ როგორ შეიძლება შევქმნა და გამოვიყენო რუბრიკები,გეგმები,  ქულების მინიჭების სქემები, ჩეკლისტები, 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას. გავეცანი და პრაკტიკულად ვიმუშავე შეფასების დაგეგმვის ცხრილზე. დეტალურად აღვწერე ნაშრომის მიზანი, შინაარსი და შემოქმედებითობა და სხვა კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში. ეს ყველაფერი დამეხმარება სწორად გავთვალო მოლოდინები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით, პროცესის განმავლობაში შექმნილი ჩეკლისტები საშუალებას მომცემს არა მარტო შევაფასო მოსწავლე არამედ მოსწავლემაც მოახდინოს თვით შეფასება და რეფლექსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცოდნის პროგრესისათვის.

No comments:

Post a Comment