Monday, July 17, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია



პროექტის პორტფოლიო





გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგზე.
ეს ტრენინგი ფასდაუდებელი რესურსი იქნება პროექტებზე მუშაობის დროს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის.
 მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერსირინა მარკოზაშვილს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებული ტრენინგისათვის. 

Tuesday, July 11, 2017

დღვანდელ ტრენინგზე განვიხილეთ საკითხები რომელიც მოიცავდა თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებას, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებას საჭირო ინფორმაციის მიღებაში. პრაქტიკული მაგალითების განხილვამ საშუალება მომცა გამოვავლინო მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეები, თუ როგორ გავუწიო კლასს ფასილიტაცია სწავლების პროცესში,  რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში.

Monday, July 10, 2017

რეფლექსია 10.07,17

ვიმსჯელეთ შეფასების საკითხეებზე,  თუ როგორ შეიძლება შევქმნა და გამოვიყენო რუბრიკები,გეგმები,  ქულების მინიჭების სქემები, ჩეკლისტები, 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას. გავეცანი და პრაკტიკულად ვიმუშავე შეფასების დაგეგმვის ცხრილზე. დეტალურად აღვწერე ნაშრომის მიზანი, შინაარსი და შემოქმედებითობა და სხვა კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში. ეს ყველაფერი დამეხმარება სწორად გავთვალო მოლოდინები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით, პროცესის განმავლობაში შექმნილი ჩეკლისტები საშუალებას მომცემს არა მარტო შევაფასო მოსწავლე არამედ მოსწავლემაც მოახდინოს თვით შეფასება და რეფლექსია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ცოდნის პროგრესისათვის.

Tuesday, July 4, 2017

რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო თუ რის მიხედვით ფასდება პროექტი და მასწავლებელი. ამისათვის საჭიროა მიმართულების მიმცემი შეკითხვები პროექტის რუბრიკის მიხედვით და უკუკავშირის მიცემა. რამდენდ გადის პროექტი მაღალ სააზროვნო უნარებზე, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემულ თემაზე კვლევა-ძიება, დახარისხება, შეფასება და დასკვნების გამოტანა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს ეძლევა თვითშეფასების, სიახლის შესწავლის, გაანალიზების საშუალება, ასევე სწავლობენ ტექნოლოგიების გამოყენებას.